ჭეო არის ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნილი ფუტკრის მიერ შემოტანილი ვიტამინებით და მინერალ ური ნივთიერებებით მდიდარი ყვავილის მტვერი, რომელშიაც გადასულია ფუტკრის ნერწყვში არსებული ფერმენტები, მონოსაქარიდებად გარდაქმნილი რთული შაქარი და ჩატკეპნის შედეგად დაზიანებულგარსიანი ყვავილის მტვერის მარცვლები .მასში დიდი რაოდენობითაა P, E და განსაკუთრებით A ვიტამინი.გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების დროს _ ანემიის, ნევროზის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ბრონქიალური ასთმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ყაბზობის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ცეროზის, ექინოკოკის, ჩიყვის, ადენომას, პროსტატის, იმპოტენციის,დიდი ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის და სხვა დროს.