დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+ 995 555 240 427 emailinfo@rukhiqueen.ge
ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე 10გრ

50n

ფუტკრის რძე — თეთრი, ფაფისებრი კონსისტენციის ნივთიერება. იგი 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისაგან შედგება. გამოიყოფა მუშა ფუტკრის ყბისზედა ჯირკვლების სეკრეციის შედეგად. მკვებავი ფუტკრების ფუტკრის რძით კვებავენ მუშა და მამალ ფუტკრებს ბარტყობის პერიოდის პირველი 3 დღის განმავლობაში, ხოლო დედა ფუტკარს — მატლობის პერიოდში განვითარების მთელ მანძილზე.ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები. იგი გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნერვოზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ, აწესრიგებს სისხლის წნევას, ავითარებს მეხსიერებასა და მხედველობას.